logo_geo
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდში ,,ოცნებას” ზაზუნა მიუყვანა, ცხოველთა უფლებების კომიტეტი მათ ამ ნაბიჯს გოიმობას და სისასტიკეს უწოდებს
- +

27 ნოემბერი. 2021. 23:32

 

 

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდში ,,ოცნებას” ზაზუნა მიუყვანა. ცხოველთა უფლებების კომიტეტი მათ ამ ნაბიჯს გოიმობას და სისასტიკეს უწოდებს.

 

,,პოლიტიკური მიზნებისთვის ცხოველის გამოყენება არის უკიდურესი გოიმობა, პლუს სისასტიკე. აქციაზე და პერფორმანსში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ცხოველი _ არც ერთი! არასდროს იქნება რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წვერი ან მონაწილე, ამიტომ ეს იქნება მისი ნების და სურვლის (გნებავთ, ინსტინქტი დაარქვით, თუკი განათლების სიმწირის გამო ინსტინქტებზე დაგყავთ მათი ცხოვრება).

 

ძალა, რომელიც მას გამოიყენებს საკუთარი მიზენებისთვის, არის ჩამორჩენილი და არ აღიარებს მათ უფლებებს! მერამდენედ? წლებია გიხსნით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ მსოფლიომ აღიარა ცხოველების უფლებები, დეკლარაციაც არსებობს და არ შეგდით თავში! ამიტომაც არ გვაქვს არანაირი კანონი, ვართ უკიდურსად ჩამოჩენილი ქვეყანა – მენტალურად, განათლებით და მორალურად!”.

 

 

 

 

big_banner
არქივი