logo_geo
ზაზა დობორჯგინიძე: თურმე საბოდიშო ყოფილა შვილის ძუძუთი კვება საჯაროდ
- +

28 ნოემბერი. 2021. 00:42

 

 

 

სამეცნიერო ჟურნალისტი, ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში იმ სტერეოტიპებზე წერს, რაც ბავშვების ძუძუთი კვებას უკავშირდება.

 

,,სრულიად ამაზრზენია, რაც ,,ქალების შოუში” ილაპარაკეს საჯაროდ ძუძუთი კვების შესახებ. ზოგი ბოდიშსაც არ იხდისო – თურმე საბოდიშო ყოფილა შვილის კვება. ხანდახან მგონია, რომ განვითარების რაღაც დონეს მივაღწიეთ და მერე უცებ ისეთ რაღაცას დააბრეხვებს ვინმე საჯაროდ, პაკისტანში და ირანშიც რომ არ იტყვიან.

  1. ევოლუციას ძუძუ არ შეუქმნია იმისთვის, რომ კაცები დატკბნენ, მეტიც, სარძევე ჯირკვალი საერთოდ არაა სასქესო ორგანო, არამედ მათი პირველადი ფუნქცია სწორედ რომ ახალშობილის კვებაა.
  2. ახალშობილები ხშირად ჭამენ, საშუალოდ ყოველ 90 წუთში ერთხელ. ქალი არაა ვალდებული, რომ წავიდეს და სადმე დაიმალოს იმის გამო, რომ თურმე ვიღაცას ძუძუს დანახვა არ სიამოვნებს ან კიდევ ბავშვი აშიმშილოს.
  3. საჯარო სივრცეებში ძუძუთი კვება უნდა იყოს წახალისებული; დედები ხშირად ამუნათებენ ამ სრულიად ნორმალური ბიოლოგიური პროცესის გამო”, – წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი