logo_geo
ზურა ხაჩიძე: ეჰ, შეხვედრამდე, ძმაო კოტე, ძალიან მეტკინა გული
- +

3 დეკემბერი. 2021. 11:46

 

„ამდენი ახლობელი ადამიანის წასვლა იმ ქვეყანაში და აქ ვის გვტოვებ, უფალო?!“ - მუსიკოსი და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე ირმა ინაშვილის ძმის კოტე ინაშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

 

„ეს რა ქენი, ძმაო?! ამდენი ახლობელი ადამიანის წასვლა იმ ქვეყანაში და აქ ვის გვტოვებ, უფალო?!  ეჰ, შეხვედრამდე, ძმაო კოტე, ძალიან მეტკინა გული... მოიხსენოს უფალმა შენი სული. ამინ. მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის არაჩვეულებრივ ოჯახს და ირმა ინაშვილს. მაგარი ბიჭი წავიდა ჩვენგან...“ - წერს ზურა ხაჩიძე.

 

 

 

big_banner
არქივი