logo_geo
ამირან სალუქვაძე: შეაჩერეთ ფაშიზმიო, - ამას რომ დაწერთ 21-ე საუკუნეში, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით?
- +

3 დეკემბერი. 2021. 12:22

 

 

 

„გუშინ ახლობელი ადამიანის დასაფლავება დაგვესიზმრა? დაჩიპვები, 5G, ბლუთუზები და ათასი სისულელე ჩაუფლავდათ. დარჩა ბოლო „არგუმენტი“. თურმე 5-7 წელი სჭირდება ვაქცინის შექმნას. დაელოდებიან 7 წელი?!“ - ახლობლის გარდაცვალებასა და ანტივაქსერულ განწყობაზე სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.

 

„არ ვიცი, რამდენჯერ დავწერო, რომ ამ პატარა სივრცეში მაინც გაიგოს ყველამ?!

 

გუშინ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის მამა დავასაფლავეთ. სხვა მაგალითებს არ მოვყვები.

 

გუშინაც გამომიგზავნეს, დღეს დილითაც ეს ერთუჯრედიანი ანტივაქსერული ვიდეოები. შეაჩერეთ ფაშიზმიო, - ამას რომ დაწერთ 21-ე საუკუნეში, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით?

 

აცრაა ფაშიზმი თუ აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები?

 

გუშინ ახლობელი ადამიანის დასაფლავება დაგვესიზმრა?

 

დაჩიპვები, 5G, ბლუთუზები და ათასი სისულელე ჩაუფლავდათ. დარჩა ბოლო „არგუმენტი“. თურმე 5-7 წელი სჭურდება ვაქცინის შექმნას. დაელოდებიან 7 წელი?!

 

თავს ვიკავებ, თავისი სახელი რომ არ დავარქვა ამ აბსურდს.

 

დღეში 50-80 ადამიანს ვკარგავთ. როგორ უნდა მისცე თავს მორალური უფლება, როგორ უნდა იყო ასეთი თავხედი, რომ ამ ფონზე ვინმეს საკუთარი აზრი მოახვიო?!

 

რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ პირადად მას, სასაუბროთი, აცრისკენ მოვუწოდე?

 

პერიოდულად ვწერ ჩემს გვერდზე, რასაც ვფიქრობ.

 

შარშან დავწერე საკმაოდ ვრცლად ჩემი აზრი. იძებნება ეს წერილი შემდეგი სათაურით: „მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს“.

 

აზრი არ შემცვლია. რასაც ვფიქრობ, იქ წერია. თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ. საკუთარი სტატიაც კი, რომელსაც 2-3 კვირა ვწერდი, არავისთვის გამიგზავნია. თქვენ რატომ მიგზავნით ვიღაც ერთუჯრედიანი ტიკტოკერების, თუნდაც აკადემიკოსების ბოდვებს? თქვენს გარეშე ვერ ვიპოვი?

 

ოჯახის წევრის გამო, ბოჭორიშვილის კლინიკასთან რომ ვიყავი დაყუდებული, ვინმემ მიშველეთ რაიმეთი?

 

ექიმებმა მიშველეს. იცით, რა რეჟიმში მუშაობენ? შეხვედით, დაინტერესდით?

 

არ შეხვალთ, გეშინიათ.

 

საკუთარ ველზე რაც გინდათ წერეთ. დაგიშალათ ვინმემ?! აგრესიულ პროპაგანდას რა უფლებით ეწევით?

 

დღესაც, გუშინაც, დაიბლოკა რამდენიმე.

 

ვინმე გაზომავთ, დათვლით, თქვენი რჩევების და პროპაგანდის შედეგად რამდენი ადამიანი დაიღუპა თქვენს ირგვლივ? ვერა.

 

ჰოდა, როცა ადამიანთა სიცოცხლეს ეხება, საკუთარი საშიში რჩევები და პროპაგანდა მოთოკეთ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

big_banner
არქივი