logo_geo
“მე უარს ვაცხადებ იქ თამაშზე, სადაც ადამიანებს კატეგორიებად ყოფენ
- +

3 დეკემბერი. 2021. 23:42

 

მსახიობი ნინო კუნჭულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“მომიწია მიმეღო ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ მტკიცე, და ღმერთს ვთხოვ სულიერად გამაძლიეროს.

მოგეხსენებათ დღევანდელი საყოველთაო მდგომარეობა…

მე მსახიობი ვარ და ვინც მიცნობს ჩემს გარშემო ყველამ იცის, რომ სცენის გარეშე უსიცოცხლო, მკვდარი არსება ვარ, ხოლო, როცა სპექტაკლები მაქვს მეძლევა ტიტანური ენერგია, ამ ენერგიას ყველა გრძნობს, ეს რაღაც ზებუნებრივი მოვლენაა. ენერგია, რომელიც ყველას იზიდავს, მაგ დროს უსაზღვროდ კეთილშობილი და მოსიყვარულე ვარ ყველას მიმართ. მას შემდეგ, რაც ჩემს პროფესიას დავეუფლე შეგნებულად მე ვთამაშობ ხალხისთვის. ხაზგასმით ვამბობ,

ყ ვ ე ლ ა ს თ ვ ი ს

განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ეროვნებისა და საერთოდ მსახიობი იმიტომ გავხდი, რომ ხალხი მიყვარს, ჩემი ერი მიყვარს, სიცოცხლე მიყვარს მეგობრებო…

ვერანაირად შევძლებდი ყველას ჩავხუტებოდი ის ზებუნებრივი ენერგეტიკა რასაც ვგრძნობ გადამეცა ხალხისთვის რომ არა სცენა და ეკრანი. ახლა, როცა ამას ვწერ გულწრფელად მეტირება…

მოგეხსენებათ მიღებული რეგულაცია, რის შედეგადაც მწვანე სტატუსის გარეშე ვერ დაესწრება მაყურებელი სპექტაკლებს და ა.შ.

მე უარს ვაცხადებ იქ თამაშზე, სადაც ადამიანებს კატეგორიებად ყოფენ. ვერაფერს სულიერს და ამაღლებულს იქ ვერ მიიღებთ. ხელოვნება ყველასთვისაა თავისუფლება კი ღვთის მიერ ბოძებული ჯილდო, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს! თეატრს ხალხის მაჯისცემაზე უნდა ედოს ხელი. დღეს კი ვეცნობი სამარცხვინო განაცხადებს. იმ ხელოვანებისაც მესმის ვისაც ოჯახი გყავთ შესანახი და გიწევთ ასეთ არაშემოქმედებით სიტუაციაში მუშაობა. ყველას გიგებთ, მაგრამ მაინც გთხოვთ ნუ გავთითოკაცდებით! ძალა ერთობაშია. არ დავუშვათ ხალხის დაყოფა. ვაი იმას ვინც ვაკანტურ ადგილს ჩასაფრებული გაყვირის ,,მე აცრილი ვარ” და თავი პრივილიგირებული ჰგონია! ვაი იმას ვინც აუცრელობის გამო სამსახურიდან ითხოვს თანამშრომლებს! ვაი იმას ვინც აიძულებს აცრას! ასეთებს შეგახსენებთ ,,დრონი მეფობენ არა მეფენი!” ,,ესეც გაივლის” დროებითია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრს შერცხვება საკუთარი თავის!

ნუ შეგაშინებთ ცხოვრება. უფალი არ დაგტოვებთ. უარი უთხარით ფაშიზმს, ღმერთი ყველას გაგაძლიერებთ.

,,უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?””

 

 

 

big_banner
არქივი