logo_geo
გიორგი ცუცქირიძე: ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია
- +

7 დეკემბერი. 2021. 00:48

 

 

„მიმდინარე წლის უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, აისახა კიდეც საბიუჯეტო  პარამეტრებზე, რაც ეკონომიკის გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლასაც ადასტურებს.

2022  წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით, რაც სარეკორდოა ბოლო წლების თვალსაზრისითაც“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება აისახა საგარეო ვალის მშპ სთან თანაფარდობის  პროპორციაზეც და   ვალის შემცირებასთან ერთად, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 60%-დან,    51,1%-მდე შემცირდება.  მთლიანობაში კი ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი.

2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, რაც საგარეო მოწყვლადობის შემცირებით, დადებითად აისახება ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობასაც. 

 პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად თითქმის ორჯერ მცირდება  ბიუჯეტის დეფიციტიც და  4,2% იქნება.

2022 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთი მახასიათებელი გაზრდილი კაპიტალური ხარჯებია, რომლის სიდიდეც  2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება და პანდემიის მიუხედავად    5,9 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს.

მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, 10%-ის ოდენობით, რაც წლებშიც გაიზრდება და იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის და ჯარზე გაზრდილი ხელფასები.

2022 წლის იანვრიდან იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია  260 ლარამდე,  70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი იქნება პენსია.

რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს დაფინანსებაა გაზრდილი. 300 მილიონი ლარი იქნება  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტებისთვის გამოყოფილი, რაც ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პოლიტიკის გაგრძელების თვალსაზრისით არის მნიშვნელივანი.

შედარებისთვის, 2021 წლის  მთლიანი შიდა  პროდუქტი შეადგენდა რა 58,5 მილიარდ ლარს,  2022 წელს  მშპ ს  დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით გაზრდასაც ნიშნავს და მეტად  შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და ოპოზიციის მხრიდან პერმანენტული საბიტაჟირების და პოლიტიკური კრიზისების ფონზე.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კაპიტალური ხარჯების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, გარდა ზრდის ხელშეწყობისა, მთლიანად თავსებადია პრემიერის დაანონსებული ახალი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიისა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონებში გადატანით, ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას  ითვალისწინებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით“, - წერს ექსპერტი.

 

 

big_banner
არქივი