logo_geo
შალვა პაპუაშვილი: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა
- +

7 დეკემბერი. 2021. 14:22

 

„ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ - სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს. ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია. ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა, იგივე სახელმძღვანელოდან. ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“.... არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის გვერდზე.

 

პარტია „დროა" მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განა

 

 

 

big_banner
არქივი