logo_geo
რეზო ამაშუკელი: გია ბუღაძისთვის ორსტრიქონიანი ლექსი მაქვს, ასე იწყება „ავედი ხეზე“...
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:31

 

პოეტი რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ქალბატონებო და ბატონებო!

 

ვწუხვარ, რომ ვიზუალურად ვერ ვახერხებ თქვენთან  შეხვედრას. უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც კარგად შენიღბული (ხშირად აშკარადაც) ბატონი ბერნარდ შოუ, გამოკვეთილი ფაშისტი ამბობს, ჩემი გარდაცვალების ცნობა, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება!

 

ახლა კი პირდაპირ ვაცხადებ:

 

ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ, მეომეთ.

 

ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ, ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელისგულზე მიდევს.

 

ასე რომ, ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ, ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ.

 

ახლა მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს (გია ბუღაძისთვის ორსტრიქონიანი ლექსი მაქვს, ასე იწყება „ავედი ხეზე“, დანარჩენი ვისაც ეკუთვნის, თვითონ დაამთავროს).

 

გიტოვებთ ჩემს ერთ ძველ ლექსს და კარგად ბრძანდებოდეთ!“ - წერს რეზო ამაშუკელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი