logo_geo
გოდერძი შარაშია: ვისაც აფხაზეთი ამ დროს არასდროს გინახავთ, გეტყვით, რომ ასეთი სილამაზე მსოფლიოში არსადაა
- +

22 დეკემბერი. 2021. 15:32

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში დათოვლილი სოხუმის ფოტოებს ავრცელებს.

 

„ეს სოხუმია ზამთარში!

 

ვიცი, ახლა ამ ფოტოს დანახვაზე რამდენს შეეკვრება სუნთქვა.

 

ვიცი, რამდენს გაახსენდება თოვლჭყაპში სიარულის ხმა ზღვის ხმაურის ფონზე.

 

ერთმანეთში არეული დიალოგები ქართულად, აფხაზურად, მეგრულად, სომხურად, ბერძნულად, რუსულად.

 

ვისაც აფხაზეთი ამ დროს არასდროს გინახავთ, გეტყვით, რომ ასეთი სილამაზე მსოფლიოში არსადაა.

 

აქ ზამთარიც სხვანაირი იცის - ხმაურიანი, ცივი, მაგრამ  სუფთა თოვლი - რამდენჯერ მიჭამია. აქ ყველაფერი სხვანაირიააააა.

 

აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ღმერთმა იცის, რომ ჩვენია“, - წერს გოდერძი შარაშია.

 

 

 

 

big_banner
არქივი