logo_geo
ძაღლები საავადმყოფოში პატრონის სანახავად შეიპარნენ – „შევედი პალატაში და ჰოი საოცრებავ!“
- +

24 დეკემბერი. 2021. 11:27

 

სოციალურ ქსელში ძაღლებზე ემოციურ პოსტს, ცისია თუთიაშვილი წერს.

 

„დილით გამოვდივარ პაციენტების სანახავად და ერთ-ერთი პალატის კარებთან დამხვდა მიუსაფარი ძაღლი. გამიკვირდა, ჩვენთან ძაღლი არავის ჰყავს. შევედი პალატაში და ჰოი საოცრება, მეორე ძაღლიც დამხვდა ავადმყოფის გვერდზე მოკალათებული.

 

პაციენტი ახალი ნაოპერაციებია, მან გვითხრა, რომ ძაღლები მისია და სახლში კიდევ სხვებიც ელოდებიან. ამ ორმა ვერ მოითმინა და თან გამოჰყვნენ პატრონს. ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ მე ბევრი მიტოვებული მოხუცი და ავადმყოფი მინახავს. მიატოვეს შვილებმა, ნათესავებმა, ცოლებმა, ქმრებმა. მაგრამ შეხედეთ ამ არსებებს, თავისი ადამიანი გასაჭირში არ მიატოვეს. პირიქით, ბოლომდე სადარაჯოზე დგანან.

 

თქვენ, ადამიანებო, თქვენ ძალიან ბევრი ადამიანური თვისება გაქვთ დაკარგული და მე დღეს მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ძაღლი ნამდვილად ჯობია ბევრ თქვენგანს“, – წერს ცისია თუთიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი