logo_geo
ჯონი ჯალაღონია: „ნაცმოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციური გაერთიანება ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა
- +

27 დეკემბერი. 2021. 19:07

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ჯონი ჯალაღონიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პარტიის დატოვების მიზეზები ახსნა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, გახლავარ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისათვის, რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო, ვტოვებ პარტიას. ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ, რომ დავრწმუნდი, ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რაც აშკარად ჩანს, ეს კი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია „საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ის იყო, რაც პირად შეურაცხყოფად აღვიქვი, რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვნით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა, მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას, შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში  და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები“, - წერს ჯონი ჯალაღონია.

 

 

big_banner
არქივი