logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით, ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს
- +

8 იანვარი. 2022. 23:43

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზაღეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია. სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

 

ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

 

 

big_banner
არქივი