დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას კანის დაბერებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებს უზიარებს. ის ბოლო კვლევების შესახებ ფეისბუკზე წერს და ამბობს, რომ დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს.
"ახალგაზრდობის ელექსირი"
დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს!!!!!!
ბევრი რამ იწვევს კანის დაბერებას. არსებობს რაღაცეები რასაც ვერ შევცვლით (ნატურალური დაბერება, შინაგანი დაბერება) და არსებობს რაღაცეები რისი შეცვლითაც ზეგავლენას მოვახდენთ და შევამცირებთ დაბერების პროცესს.
ნატურალურ დაბერებას და შინაგან დაბერებას (natural aging, “intrinsic aging”) ვერაფერს მოვუხერხებთ - ეს ბუნებრივი პროცესია.
მაგრამ შესაძლებელია სხვა ტიპის დაბერებაზე ვიმოქმედოთ, რომელსაც ნაადრევი დაბერება ეწოდება (premature aging) და ის გარემო ფაქტორებით და ცხოვრების წესით არის განპირობებული (“extrinsic aging ”).
პრევენციული ზომების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ამ ტიპის დაბერების პროცესი:
ამიტომ მნიშვნელოვანია მზის სხივებისგან რუტინული დაცვა, ყოველდღიურად. არ აქვს მნიშვნელობა ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებით თუ დავრბივართ.
15 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ გამოიყენეთ მზისდამცავი - SPF30, UVA + UVB;
ყოველი მზეზე გარუჯვის დროს თქვენი კანი ნაადრევად ბერდება;
თამბაქო აჩქარებს დაბერების პროცესს. არამარტო კანის არამედ მთელი ორგანიზმის. ის აჩენს ნაოჭებს;
ასევე რამოდენიმე კვლევა აჩვენა, რომ საკვების მიღება, რომელშიც შედის ბევრი შაქარი, რაფინირებული ნახშირწყლები ხელს უწყობს და აჩქარებს დაბერების პროცესს;
სკრაბმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი. მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. კანის გაღიზიანება აჩქარებს დაბერების პროცესს.
ნაზი დაბანა აშორებს კანიდან ჭუჭყს, მაკიაჟს და სხვა ნივთიერებებს რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს კანი;
ქუდმა, ჩაფხუტმა ან სხვა ნივთმა შესაძლოა გააოფლიანოს სახის კანი. რეკომენდირებულია სახის დაბანა რაც შეიძლება სწრაფად გაოფლიანების შემდგომ;
დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს.
არ მოტყუვდეთ
დაიცავით კანი მზისგან და დაიტენიანეთ რუტინულად.“- წერს ზაზა თელია.