logo_geo
გია ბაღაშვილლი: ვერაფრით ვეგუები, სულ მგონია რომ სადღაც აქ არის...
- +

13 იანვარი. 2022. 20:08

 

მუსიკოსი და ტელეწამყვანი, გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„თითქმის ორი თვე გავიდა, მას შემდეგ რაც დაგვტოვა და ვერაფრით ვეგუები. სულ მგონია, რომ სადღაც აქვეა. ან მისაქციელში, სადაც ასე ძალიან უყვარდა ყოფნა ბოლო დროს, ან ისევ გორის ჰოსპიტალში, ან სადმე… ოღონდ ჩვენთან, აქ, ახლოს…”შენი ჭირიმე გიორგი!” ასე იცოდა თქმა, თუ რაიმე გაუხარდებოდა ჩემგან. რა უშუალო და მართალი იყო. როგორი უანგარო და გულიანი. რანაირად ახერხებდა, რომ ასეთი ფაქიზი სული ჰქონოდა და თან ასეთი ვაჟკაცური და გაუტეხელი ყოფილიყო. გვაჩუქა მთელი ეპოქა, სიხარულითა და სიამაყით სავსე წლები. სადაც კი დადგა სცენაზე, სამშობლოში თუ უცხოეთში, ყველგან გაიმარჯვა და ყველგან ქართული ცეცხლი დაანთო.

ბოლოს საგურამოში ამოვიდა ჩვენთან, წიგნები მოგვიტანა, ოღონდ ეზოში არც შემოსულა. ჭიშკარი გააღო და კარის სახელურზე შიგნიდან ჩამოკიდა წიგნებით სავსე პარკი. მოგვიფრთხილდა, ვირუსი არ მოგიტანოთო. ასე უფრთხილდებოდა და ინდობდა ყველას, საკუთარი თავის გარდა...

რა საოცრად მღეროდა ამ ფრაზას: “სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი, გული მატკინა და წავიდა…”

გული გვატკინა და წავიდა!..

ეს ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, სადაც “ივერიელები” ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ ჩვენთან, საგურამოში.“- წერს ბაღაშვილი.

 

 

big_banner
არქივი