logo_geo
რობერტ სტურუა: არ გავცვლი, მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!
- +

14 იანვარი. 2022. 00:09

 

რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„მ ო გ ო ნ ე ბ ა.

ერთი სპექტქკლი დავდგი რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სადაც მონაწილენი, რამაზ ჩხიკვაძის მეთაურობით მღეროდნენ რაფიელ ერისთავის ტექსტზე( ვის ახსოვს?!) გია ყანჩელის გულშიჩამწვდომ მელოდიას:

“…ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი

სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა

ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი

მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..”

მაშინ ჩვენი თეატრის დასის გამგე ბრწყინვალე ადამიანი, იმერელი კაცი და ნიჭიერი მსახიობი ვანო ჯინჯიხაძე იყო!

ნახა სპექტაკლი, მოეწონა და მითხრა, რომ სპექტაკლში ხშირად მეორდება:”არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოსო…” მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის! გაეღიმა და მკითხა:

- მერე ვინ გიცვლის?“- წერს რობერტ სტურუა.

 

 

big_banner
არქივი