logo_geo
გელა ზედელაშვილი: თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა!
- +

17 იანვარი. 2022. 14:20

 

 

„მე პირადად მაქვს გამოცდილება, თუ რა ხარისხობრივი სხვაობაა თურქულ მედიკამენტებსა და საქართველოში შემოყრილ ცარცს შორის“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

„თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა!

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა და შეასრულა. წესით, ხელოვნურად გაძვირებული მედიკამენტებით გამდიდრებული წურბელების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას.

თუმცა!

ამ შემთხვევაშიც მკაცრი კონტროლია საჭირო, ამათი ამბავი რომ ვიცით, კოკას ყურს იქიდან მოაბამენ, საიდანაც უნდათ. ოქრიაშვილები, კურტანიძეები და სხვები რასაც მიწის ზემოთ აკეთებენ, ასი იმდენს მიწის ქვემოთ აკეთებენ, ეშმაკის მოციქულები არიან!

ასევე, მკაცრადაა გასაკონტროლებელი ხარისხი!

მე პირადად მაქვს გამოცდილება, თუ რა ხარისხობრივი სხვაობაა თურქულ მედიკამენტებსა და საქართველოში შემოყრილ ცარცს შორის.

ფულს აძლევ, ათმაგს, ასმაგს იხდი და ამ დროს არაფერი, პირიქით, იქით გინგრევს ჯანმრთელობას!

გასაკონტროლებელია-მეთქი... არა, ეს სფერო გამოსაძიებელია!

დააკვირდით ცხრილს, ნახეთ, როგორი სხვაობაა ფასების მხრივ საქართველოსა და თურქეთში. ჩვენს ქვეყანაში აშკარა ყაჩაღობასთან, თაღლითობასთან და უნამუსობასთან გვაქვს საქმე!!!

მადლობა, პრემიერო!

იმედია, ეს თემა ბოლომდე მივა და დაიხვეწება კიდეც“- წერს გელა ზედელაშილი.

 

 

 

big_banner
არქივი