logo_geo
გიორგი გამსახურდია: მიუხედავად მცირე უთანხმოებებისა, ყოველთვის მეგობრებად ვრჩებოდით
- +

17 იანვარი. 2022. 20:02

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია გენერალ ილია წულუკიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს:

 

„ხვალ მიწას მიაბარებენ გენერალ ილია წულუკიძეს. ილია ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო და მასთან წლების მეგობრობა მაკავშირებს. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, კარგი ადამიანი და უღალატო მეგობარი. მიუხედავად მცირე უთანხმოებებისა, ყოველთვის მეგობრებად ვრჩებოდით. ჩემი მხედრული სალამი, გენერალო!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

 

 

big_banner
არქივი