logo_geo
გიორგი ჯაჯანიძე: იყავი ბედნიერი, სანამ ცოცხალი ხარ!
- +

21 იანვარი. 2022. 17:52

 

 

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ეჰ, რამდენ გამოცდას გვიწყობს განგება, რამდენ რამეს ვერ ვხვდებით და რამდენ შანსს ვუშვებთ ხელიდან. რამდენს.

 

მე არ მჯერა, რომ ჩვენ არ დავბადებულვართ ტანჯვისთვის. ადამიანში არის ძალა, რესურსი და პოტენციალი ყველაფერი კარგად ჰქონდეს, ის არასწორ გზას ირჩევს და ვერ ხვდება რა არის მისთვის აუცილებელი.

 

უნებისყოფობა, სიზარმაცე, სხვისი იმედი, ჯიბრი, ამბიცია, პატივმოყვარეობა, „ყველაფერი ვიცი“, „მაგას ვინ ვგონივარ“, და „ეგღა მაკლია“ - აი, საწყისი ჩვენი წარუმატებლობის და ცუდად ყოფნისა.

 

დრო გადის და გვიან ვხვდებით, მერე კი ვნანობთ და ვამბობთ:  ჭკუა სად მქონდა, არ უნდა მეთქვა, რატომ ვენდე, რატომ დავთანხმდი, არ უნდა შემცოდებოდა, უნდა მესწავლა, არ უნდა შემყვარებოდა, არ უნდა მეფიქრა, არ უნდა გამელანძღა. არ უნდა...  არ უნდა... არ უნდა...

 

ზოგი იხტიბარს არ იტეხს, მაინც სხვას ადანაშაულებს.

 

ისე, რომ იცოდეთ, არასოდეს არ არის გვიან, თუმცა, ასაკი მაინც გაითვალისწინეთ.

 

ჩვენ არ გვყოფნის ცოტა, ჩვენ არ ვჯერდებით მცირედ სიხარულს, მცირედ ბედნიერებას.

 

ისწავლე სურვილების სწორად ჩაფიქრება.

 

ისწავლე, რომ სხვისი დამარცხებით ვერ იქნები გამარჯვებული.

 

ზოგი ხე დაბალია, ზოგი მაღალი.

 

ზოგი ხე უნაყოფოა, ზოგი ნაყოფიანი.

 

ზოგი ყვავილი ლამაზი და სურნელოვანია, ზოგი ნაკლებად ლამაზი და სუნის გარეშე.

 

იყავი ბედნიერი, სანამ ცოცხალი ხარ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

 

 

big_banner
არქივი