logo_geo
ამირან სალუქვაძე: რანდენიმე დღე გარდაცვლილი ლტოლვილით სპეკულირებდნენ, თითქოს ძალიან აწუხებთ ან აწუხებდათ მათი ბედი
- +

23 იანვარი. 2022. 21:44

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„გადავხედე ახლა ფეისბუკზე, გუშინდელ ბობოქრობებს. ვერ ჩამოყალიბდა ტოქსიკური მედია, პრემიერს უშვებენ, თუ პრემიერი უშვებს?!

 

თვეები გვიმტკიცებდნენ, პრემიერს უშვებენო. ახლა გვარწმუნებენ პრემიერი სუს-ის უფროსს უშვებსო.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვის გაუშვებენ და ვის არა? წინასწარ ჭორების თუ ხმების განხილვას, რა ღირებულებითი დატვირთვა აქვს? როცა ვინმე შეიცვლება, მერე რომ იმსჯელოთ?!

 

მაგრამ, მასე ხომ მედიას დაემსგავსებით?!

 

შეცვლის შემდეგ აღარ გაინტერესებთ. მაგალითად ჯანდაცვა შეიცვალა. აღარც ძველი ჯანდაცვის მინისტრი გადარდებთ, აღარც ახალი, რას აპირებს, რას გეგმები აქვს?! ჭორები და "ჩორტებია" თქვენი ინტერესი.

 

ტყის პატარა ნაკვეთის გამო რამხელა ამბავი ატეხეს. აიღეთ თქვენც არენდით, ოღონდ მოუარეთ. ხომ ნახეთ სატყეოს განცხადება, რა ვალდებულებები ეკისრება არენდატორს?!

 

ათასობით მეტრებში რომ ზომავთ და აბუქებთ, გეთქვათ ნახევარი ჰექტარიო, 100 მეტრი x 59 მეტრზეა, მაგრამ მასე ხომ ვერ შექმნიდით თემას?! ნახევარ ჰექტარზე ხომ ვერ იტყოდით ტყე აღარ დაგვიტოვესო?!

 

გავიგებდი ბიძაშვილის დეიდაშვილის მამიდაშვილზე რომ გაეფორმებინა და თქვენ გაგეშიფრათ. აქ ღიად თავის თავზე გაიფორმა...

 

სააკაშვილის პენტჰაუსებს და პრესტიჟულ, ძვირადღირებულ სახლებს არ იმჩნევთ, დედიკოს ნაჩუქრად რომ ასაღებთ და ღიად, ოჯახის წევრზე არენდით აღებული ნახევარი ჰექტარი ისე გააბუქეთ ანონსებში, ტყე აღარ დაგვიტოვესო, ვიფიქრე მართლა გაგიჟდნენ მეთქი. თუმცა, ნახევარი კი არა, ათასი ჰექტარი რომ აეღოთ, ნაციინალების და მისი მედიის ნათქვამზე მაინც არ მექნებოდა რეაქცია. მოიკითხეთ რამდენად სუფთა ფულით ფინანსდებით.

 

მეორე დღეს იგივე ტოქსიკურმა ტელევიზიამ ვიდეო შემოაგდო, როგორ ჩეხავს "ვიღაც" ვაშლის ბაღს და გვაბოლებს, სოფლის მეურნეობა დააქცია ამ მთავრობამო. ალბათ მინისტრმა უნდა გაუყიდოს ვაშლი და ფული პატრონს მიუთვალოს.

 

მოკლედ, ამათ რომ უსმინო, სიცოცხლე აღარ მოგინდება. 4,5 ლარიანი ხორცი 25 ლარამდე აიყვანეს 2012-ში, დღეს ვარდისფერ ფერებში გვიხატავენ. სააკაშვილმა თქვა 1,20 ღირდა ბენზინიო..არადა 2,45 იყო 2011-ში, და სჯერათ.

ასე არიან 9 წელია, სიცრუეები, ხალხის დასტრესვა, ცხედრებზე ცეკვა, წიოკი, ხალხის, ბიზნესის დეპრესიაში ჩაგდება, ესაა ამათი დღის წესრიგი. ვერაფერს აღწევენ ამ გზით, მაგრამ არც ნორმალურად სუნთქვის საშუალებას გვაძლევენ.

 

პრორუსულ პარტიებს არ ებრძვის მთავრობაო და თავად აძლევენ საეთერო დროს. ამას წინათ, რაღაც კონკგრესი გააფორმეს ქაღალდზე, არაფერი სერიოზული, მაგრამ იმავე დღეს ვრცელი ეთერი დაუთმო ამ ფსევდო-მედასავლეთე ტელევიზიამ.

 

რამდენიმე დღე გარდაცვლილი ლტოლვილით სპეკულირებდნენ, თითქოს ძალიან აწუხებთ ან აწუხებდათ მათი ბედი. დავდე ძველი ვიდეოები და კიდევ დავდებ, როგორ ყრიდით სახლებიდან.

 

სოფლის მეურნეობაზე კარგა ხანია მიზანმიმართულად აღარ ვაქვეყნებ მასალებს, მაგრამ რაღამც არ იშლით მავნებლობას, გავაგრძელებ. მეტიც, ყველა მუნიციპალიტეტის ინფორმაციებს დავდებ, რა გაკეთდა ამ წლებში.

 

მოკლედ, არ იქნება თქვენი გამოსწორება“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი