logo_geo
ბონდო მძინარაშვილი შალვა ნათელაშვილზე: შეუშვით ეს გაჭირვებული პარლამენტში, ნუ დატოვებთ დაფინანსების გარეშე, თორემ სოლომონ მორბელაძესავით დაემართება
- +

23 იანვარი. 2022. 21:46

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი სისულელე არც მსმენია და არც გამიგონია.

 

ესე იგი ათეულ ათასობით ადამიანი ითხოვს, რომ ნათელაშვილი პარლამენტში შევიდეს!

 

და ეს ათეულ ათასობით ადამიანი რატომ არ ითხოვდა იგივეს 2008 წელს, 2009 წელს, 2010 წელს, 2011 წელს, 2012 წელს... 2020 წელს, 2021 წელს?!

 

გასაგებია, რომ 2013 წელს, 2014 წელს, 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, 2018 წელს, 2019 წელს ვერ ითხოვდა, რადგან... უბრალოდ, ვერ ითხოვდა!

 

ხომ არ დაიღალეთ?!

 

თუ დაიღალეთ, ითხოვეთ ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა! უკეთესს რას ითხოვთ?! ან რას მიიღებთ?!

 

შეუშვით ეს გაჭირვებული პარლამენტში, ნუ დატოვებთ დაფინანსების გარეშე, თორემ სოლომონ მორბელაძესავით დაემართება, - მოვატყუე, მომატყუეს და ერთი და ორი მოტყუებული ხვალ ან ზეგ მომადგება კარზეო!

 

შეუშვით, სანამ მიადგებიან!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი