logo_geo
WSJ: ბაიდენის სასანქციო გეგმა ეხება ბანკებსა და იმპორტს, მაგრამ SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას არ ითვალისწინებს
- +

29 იანვარი. 2022. 13:43

 

 

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს“, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal წერს.

 

მათი განცხადებით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული.

 

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.

 

 

big_banner
არქივი