logo_geo
ჯაბა ხუბუა: იმ ბაკურიანულ ტყეში იგივე დანიშნულების ნაკვეთი, იგივე პირობებითა და უფლებებით, რომელიმე უცხოელ ინვესტორს ან ქართველ ბიზნესმენს რომ აეღო იჯარით, ნაცპროპაგანდა ამხელა ამბავს ატეხდა? რა თქმა უნდა, არა!
- +

31 იანვარი. 2022. 21:39

 

 

„ნაცსექტა ინტრიგანი, პროვოკატორი, ცრუპენტელა და ნამუსთან უბრად მყოფი სუბიექტების საკრებულო, პარლამენტი, საფიხვნო და აგორაა“- ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბაკურიანული ტყე

ბითლზმა შეთხზა დიდებული სიმღერა ,,ნორვეგიული ტყე".

მერე ჰარუკი მურაკამიმ შეთხზა დიდებული რომანი ,,ნორვეგიული ტყე".

ახლა კი ნაცმედიამ შეთხზა მდაბიური სკანდალი ,,ბაკურიანული ტყე".

რაშია საქმე, პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახმა ბაკურიანში, საკუთარი სახლის მიმდებარედ, 0,5 ჰექტარი ტყის ფართობი სახელმწიფოსაგან, აუქციონის წესით, იჯარით რომ აიღო, ამით რა დაუშავდა ბაკურიანს, ბაკურიანელებს, ბაკურიანში დამსვენებლებს, რა დააკლდა საქართველოს და ქართველ ხალხს?

 

ღარიბაშვილის ოჯახმა სატყეო ნაკვეთი კანონის დარღვევით ჩაიგდო ხელში? რა თქმა უნდა, არა!

 

ღარიბაშვილის ოჯახს უფლება მიენიჭა, იჯარით აღებული ტყის ფართობი გაჩეხოს და ზედ რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობა განათავსოს? რა თქმა უნდა, არა!

 

ღარიბაშვილის ოჯახს მხოლოდ იმის უფლება აქვს, რაც ექნებოდა ნებისმიერს, ვინც აუქციონზე იჯარით შეიძენდა ისეთივე ტყის ნაკვეთს - გამოიყენოს მხოლოდ სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებით, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ყოველწლიურად იხადოს შესაბამისი გადასახადი.

 

იმ ბაკურიანულ ტყეში იგივე დანიშნულების ნაკვეთი, იგივე პირობებითა და უფლებებით, რომელიმე უცხოელ ინვესტორს ან ქართველ ბიზნესმენს რომ აეღო იჯარით, ნაცპროპაგანდა ამხელა ამბავს ატეხდა? რა თქმა უნდა, არა!

 

აბა, ახლა რა ხდება? არც კანონი დარღვეულა, არც ტყე გაჩეხილა, არც ხალხი დაზარალებულა და რა პრობლემაა, პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ნებისმიერი მოქალაქისათვის ლეგიტიმური უფლებით ისარგებლოს?

 

არაფერიც არ ხდება, გარდა იმისა, რომ ნაცსექტა ინტრიგანი, პროვოკატორი, ცრუპენტელა და ნამუსთან უბრად მყოფი სუბიექტების საკრებულო, პარლამენტი, საფიხვნო და აგორაა.

 

ბაკურიანული ტყის სკანდალიც ისეთივე უნიჭობა და მაიმუნობაა, როგორიც ყველაფერი სხვა, რაც კი ქართული ტელეკანალიზაციებიდან  მოედინება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი