logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: სასწრაფოდ მიიღეთ კანონი ბილწსიტყვაობის, ცილისწამების, პიროვნული შეურაცხყოფის წინააღმდეგ!
- +

13 თებერვალი. 2022. 13:27

 

„უკვე მართლა აუტანელია ეს ფეისბუქური აღვირახსნილობა!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ეს ქეთა გაბიანი ის ქეთა გაბიანი არაა, მანამდელ მსოფლიოში ჯერაც გაუგონარი შეკითხვა რომ დასვა - თუ ასეთი გაჭირვებული იყო, თავის დასაწვავად, ბენზინი როგორ იყიდაო?!

 

ჰოდა, ახლა ეს ქეთა გაბიანი, აქ, „ფეისბუქში“, საჯარო სივრცეში, ისე ილანძღება და იგინება, ნებისმიერ მთვრალ მუტრუკს რომ შეშურდება.

 

და ვის ლანძღავს და ვის აგინებს?!

 

არც მეტი, არც ნაკლები -  ნონა გაფრინდაშვილსა და თეა წულუკიანს.

 

***

უკვე მართლა აუტანელია ეს ფეისბუქური აღვირახსნილობა!

 

***

და მივმართავ:

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციას;

ქალბატონ თამარ კინწურაშვილს(ასე მიმასწავლეს):

სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ამ უმსგავსობის აღმოსაფხვრელად. 

 

***

მივმართავ:

საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას:

პიროვნების დაცვა არ გევალებათ?!

 

***

რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პარლამენტს:

გადადეთ ყველაფერი და სასწრაფოდ მიიღეთ კანონი ბილწსიტყვაობის, ცილისწამების, პიროვნული შეურაცხყოფის წინააღმდეგ.

 

***

მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას:

დღეს არსებული კანონმდებლობა ნუთუ საერთოდ არ იძლევა ამ ზღვარგადასული სიბილწის შეჩერების შესაძლებლობას?!

 

ნუთუ მართლა ასეა?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი