logo_geo
„მინდოდა, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი“ – რას წერს გიორგი სანაიას შვილი, სანდრო სანაია
- +

24 თებერვალი. 2022. 11:23

 

 

24 თებერვალს, ჟურნალისტ გიორგი სანაიას დაბადების დღეა, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი შვილი, ჟურნალისტი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„25 წლამდე ისე მოვედი, ცხოვრებაში არაფერი მიტკენია. 1 კვირის წინ ხელი მოვიტეხე. დღეს მეგონა, რომ სამსახურში დავბრუნდებოდი, მაგრამ უფრო დიდი თაბაშირი დამჭირდა.

მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა“, – წერს სანაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

სანდრო სანაია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების „კურიერი“ წამყვანია.

 

 

big_banner
არქივი