logo_geo
ირმა ინაშვილი: ომს მოაქვს მხოლოდ დიდი ზიანი, იღუპებიან ადამიანები, ამიტომ მე არავის ვუსურვებ სიკვდილს!
- +

24 თებერვალი. 2022. 18:39

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„კიდევ ერთხელ ვამბობ: ომს მოაქვს მხოლოდ დიდი ზიანი, უზარმაზარი დანაკარგები, იღუპებიან ადამიანები, ამიტომ მე არავის არ ვუსურვებ სიკვდილს, ვუსურვებ მშვიდობას, მხოლოდ მშვიდობას!  დღესაც და მომავალშიც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო გადარჩეს. ახლა არავის არ სჭირდება ჩვენი მჭექარე განცხადებები, ახლა ჩვენთვის საქართველო უნდა იყოს მთავარი!!!

 

ჩვენ ვამბობდით, რომ ვითარება მსოფლიოში უკიდურესად იძაბება, დაიწყება ომი! და სწორედ ეს წერია ჩვენს მიერ გავრცელებულ წერილში. ვკითხულობდი კომენტარებს და ზოგიერთს ეცინებოდა, ვინ გაბედავს ამასო. ახლა ამ ზოგიერთს ვეკითხები: ხომ ხედავთ, რომ დაიწყო ეს ომი და ხომ ხედავთ, რომ შეიძლება საქართველოც ომის ქარცეცხლში გაეხვეს, თუ ისევ ვერ ხედავთ ამას?! ღალატზეც გეუბნებით: მოღალატე და ქვეყნის მტერი ისაა, ვინც ამ ვითარებაშიც „NATO-ში გვინდა“-ო ყვირის. ვერანაირი განცხადებებით ჩვენ ვერავის ვერ ვუშველით და სინამდვილეში არც არავის სჭირდება ჩვენი განცხადებები. ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვუშველოთ! ამ ვითარებაში ბრძნული სიტყვები და უფრო მეტად კი, სიჩუმეა საჭირო და არა პოპულისტური შეძახილები. ისევ ვამბობ: ღმერთმა დაგვიფაროს ომისაგან, თორემ ჩვენ მაშინაც საქართველოს დასაცავად ვიმოქმედებთ და ზოგიერთები კი, შარვლებს ჩაიხდიან!

 

P.S. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ყოველთვის იცავდა „ნაცმოძრაობას“ და რეალურად  მათი მეგობარია, მე უკრაინელები მიყვარს, დედა მყავს უკრაინელი. კვლავ ვამბობ: ომიც ცუდია და ბომბებიც და მე თითოეული ადამიანის სიკვდილს განვიცდი. მწუხარების დადასტურება აუცილებელია. განსაცდელში ნუგეშის სიტყვები აუცილებელია. ესაა მეგობრის მხარდაჭერა და ამას არაფერი კავშირი არა აქვს NATO-ს ქება-დიდებასთან. შვილმკვდარ დედას როგორ ანუგეშებთ NATO-ს ქება-დიდების სიტყვებით?! ვინც მთლად ბრიყვი არაა, იმას ვუხსნი ამას. როცა ვამბობ: დუმილი სჯობს, იმას კი არ ვამბობ, რომ არ თანაუგრძნო და არ წუხდე, იმას გეუბნებით: NATO-ს ქება-დიდებას თავი დაანებეთ და ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს ნუ აკეთებთ, რომ ჩვენც ომის ქარცეცხლში გავეხვეთ და ჩვენს შვილებსაც რაიმე დაემუქროს. ისევ ვამბობ: ახლა მოღალატე და ქვეყნის მტერი ისაა, ვინც „NATO-NATO“-ს ძახილით საკუთარ ქვეყანას წირავს“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი