logo_geo
ნანკა ქოქიაშვილი: ქართული გული ჩადო პურ-ფუნთუშეულში და საქართველოს სახელით გაუგზავნა მებრძოლებს
- +

27 თებერვალი. 2022. 20:20

 

 

პროფესიით ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ჩემი მეგობარი, ნატო ჯალაღანია გახლავთ! წლები დონბასში ცხოვრობდა. რუსულმა ჩექმამ აიძულა, კიევში გადასულიყო. თავიდან დაიწყო ცხოვრება... ეხლა რაც ხდება, ვიცით... ნატულის აქვს პატარა საცხობი. ამ დილით რომ მოვიკითხე, საცხობში ვარო მითხრა. პროდუქტებს გამოვიყენებ და  სამხედრო ბიჭებს გავუგზავნიო... ქართული გული ჩადო  პურ-ფუნთუშეულში და საქართველოს სახელით გაუგზავნა მებრძოლებს.  მეამაყება ეს გოგო! მიყვარხარ, ჩემო ნატო! ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ! უკრაინას გაუმარჯოს!“ - წერს ნანკა ქოქიაშვილი

 

 

big_banner
არქივი