logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: უკრაინაში ბაზირებული ნაცსექტანტები სად არიან?!
- +

28 თებერვალი. 2022. 18:08

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აქაური ნაცსექტანტები რომ იხევიან შუაზე, უკრაინაში ბაზირებული ნაცსექტანტები მოიკითხონ, - სად არიან?!

 

გიორგი არველაძემ კიევიდან მოძუძგა და ვრცლად მოგვითხრო გაქცევის მარშრუტზე, დავით საყვარელიძე ტელევიზიებს ერთვება და "ქერა და ცისფერთვალება" ხალხზე წუხს...

 

ზურაბ ადეიშვილზე მე გეტყვით: კიევის მისადგომებს ამაგრებს,

 

სადაზვერვო ოცეულში გაუმწესებიათ, - შენ პატარა ხარ, ადვილად გაძვრები-გამოძვრებიო! თან დიდი პროფესიონალია, - Разведка боем მისი ძლიერი მხარე ყოფილა!

 

სად არიან დანარჩენები?

როგორც აქ იქცეოდნენ 2008 წელს, ისე იქცევიან იქაც!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი