logo_geo
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაია ემოციურ წერილს აქვეყნებს
- +

1 მარტი. 2022. 14:22

 

 

სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედი, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკაია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„თქვენი თავდადება წარმოუდგენელია, ძვირფასო თანამემამულეებო! ამ ორ დღეში ყველა ჯარისკაცად იქცა. მეტროებში, თავშესაფრებში, ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად თქვენ აკეთებთ შეუძლებელს და გაქვთ დრო, რომ სხვებზეც იზრუნოთ, ერთმანეთს დაეხმაროთ! თქვენ გაერთიანდით სოციალურ მედიაშიც თქვენი ქვეყნისა და ადამიანების დასაცავად! შესთავაზეთ თქვენი სახლი მათ, ვისაც თავშესაფარი სჭირდება. თქვენ ამზადებთ საჭმელს ჯარისკაცებისთვის და თავადაც რეგისტრირდებით მოხალისეთა სიაში. გაიღეთ სისხლი ჯარისკაცებისთვის და დაზარალებულებისთვის. და, რა თქმა უნდა, თქვენ ეხმარებით შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც იბრძვიან ყველა ფრონტზე. ჩვენ ვართ ჯარისკაცები! ჩვენ ვართ ჯარი! და მიწისქვეშ, ბუნკერში დაბადებული ბავშვები აუცილებლად იცხოვრებენ მშვიდობიან ქვეყანაში!

 

ჩემო ძვირფასო ხალხო, მე გიყურებთ ქუჩებში, ტელევიზორში, სოციალურ მედიაში და იცით, რა? ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვცხოვრობ ერთ ქვეყანაში! ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ერთად ბრბოა. ეს ჩვენზე არ არის ნათქვამი, იმიტომ, რომ ბევრი უკრაინელი ერთად არ არის ბრბო. ეს ჯარია!

 

არ ვიქნები პანიკაში და არ ვიტირებ, მე ვიქნები თავდაჯერებული ჩემი შვილებისა და ჩემი ქმრის, თქვენ გვერდით! - წერს ოლენა ზელენსკაია.

 

 

big_banner
არქივი