logo_geo
ირინა ბათიაშვილი: ვერც ერთი უცხოელისგან ვერ ავიტან ჩემი ქვეყნის და ჩემი ქვეყნის პრემიერის მიმართ თითის ქნევას!
- +

1 მარტი. 2022. 16:15

 

 

ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ვერც ერთი უცხოელისგან ვერ ავიტან ჩემი ქვეყნის და ჩემი ქვეყნის პრემიერის მიმართ თითის ქნევას!

 

ჩემი ქვეყანა არავის დასაცინი არ არის! გმირობა რაც არაერთხელ ჩაიდინა ქართველმა ერმა, ყველა ერისთვის სამაგალითოა!

 

პატივი ეცით საქართველოს და საქართველოს პრემიერს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ოფიციალურად წარმოადგენს და რომლის პოზიციაც საქართველოს და ქართველი ერის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.

 

გადახედეთ საერთაშორისო პოლიტიკას და სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას, არავინ, არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მენტორით და თითის ქნევით ელაპარაკოთ მათ ხელისუფლებას.

 

ჩვენთვის ჯერ არის და იქნება ჩვენი ქვეყანა!

 

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა არაფრის და არავის ფასად არ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

ჩვენთვის, ყველასთვის არის საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

მე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებაზეა საუბარი და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მათ.

 

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიც ოფიციალურად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენც ველოდებით ევროკავშირში მიღებაზე პასუხს. ასე რომ, თითის ქნევის მაგივრად, ჯობია იბრძოლონ ევროკავშირში ჩვენი მიღების საკითხზეც, ვინაიდან პირველი უმძიმესი დარტყმა საქართველომ და ქართველმა ერმა მიიღო“, - წერს ირინა ბათიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი