logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: შარვლიდან ამოხტომა სიყალბის მანიშნებელია, ვიდრე გულწრფელი წუხილისა და მხარდაჭერის
- +

1 მარტი. 2022. 17:43

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრი და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„...რა ვქნა?... მე ჩემს გმირებს, ჩემს ვაჟკაცებს... გაუხარელ ბიჭებს და ოჯახებს ვდარდობ. აფხაზეთისთვის, სადაც წელიწადზე მეტ ხანს იბრძოდნენ დაუხმარებლად რუსების და ათასი რჯულის ჩამოთესლებულების წინააღმდეგ... სამაჩაბლოსთვის... ძვირფასი „შინდისი-სინდისის ბიჭები“... რა ვიცი, ამდენი ამბავი ატეხილიყოს, რაც დღეს ხდება, არ მახსოვს... არც ამ პრანჭია ევროპას და უტრაკო NATO-ს შეუწუხებია თავი... არავის არც სიკეთის, არც გმირობის და სიმშვიდის არ მშურს... ყველას გმირობას დრო შეაფასებს... უბრალოდ მგონია, რომ გადაჭარბებული ემოციები, პათეტიკურობა და შარვლიდან ამოხტომა სიყალბის მანიშნებელია, ვიდრე გულწრფელი წუხილისა და მხარდაჭერის. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ვინც გულწრფელად ირჯება. დიდება ჩემს ქვეყანას! დიდება ჩვენს გმირებს!“ - წერს ზაზა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი