logo_geo
გიორგი გაბუნია: უეჭველად ომი გვინდა? გვაკლია? კიდევ ბევრი ტერიტორია გვაქვს გასაცემი? არა, ნამდვილად არ გვინდა და არ გვაქვს!
- +

2 მარტი. 2022. 01:12

 

 

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში უკრაინის მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

 

 „რამდენიმე დღეა, ჩუმად ვარ, რადგან ამ ყველაფრის ყურება ძალიან მიმძიმს და მტკივა,ჩემს უკრაინელ მეგობრებთან ყოველდღე კონტაქტზე ვარ, ვამხნევებ და ვთავაზობ დახმარებას, რომელიც მე შემიძლია.

 

ორი დღეა ვკითხულობ ფბ სტატუსებს და გული მისკდება ამაზეც არანაკლებ. რა ხდება ვერ გავიგე?

 

ნატო არ გზავნის ჯარს უკრაინაში, ამის თაობაზე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, არც მოლდოვა უერთდება სანქციებს, რომელიც მხოლოდ მოლდოვაზე აისახება ცუდად და არაფერს დააკლებს ნაბ....ვარ პუტინს.

 

ბელორუსი საერთოდ უტევს და ოკუპანტს ეხმარება უკრაინასთან უსამართლო ბრძოლაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენგან გაყავთ ელჩი. უცნაურია.

 

ვფიქრობ, დააბრუნებენ, უბრალოდ კონსულტაციებს გადის პრეზიდენტთან.

 

1 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება, ადგილობრივი უკრაინელებისთვის, ჩვენი ძმებისთვის თავშესაფარი და გამოკვება, ყველა შესაძლო ინსტანციაზე იმის დაფიქსირება, რომ რუსეთი ოკუპანტია და უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, დროშები და გამოსვლები ყველა ქალაქში(მხარდასაჭერი) და უეჭველად ომი გვინდა? გვაკლია? კიდევ ბევრი ტერიტორია გვაქვს გასაცემი? არა, ნამდვილად არ გვინდა და არ გვაქვს! ვინც სხვაგვარად ფიქრობს (უბრალო მოქალაქეებს ვგულისხმობ), დაფიქრდით, მეგობრებო!

 

სრული მხარდაჭერა უკრაინას!

სრული სვლით დასავლეთისკენ!

ოღონდ ფრთხილად და დანაკარგების გარეშე!

არა ოკუპაციას! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“ - წერს გიორგი გაბუნია.

 

 

big_banner
არქივი