logo_geo
ინგა ჩახვაშვილი: სხვების გმირობის ქებასთან ერთად საკუთარიც რომ გვახსოვდეს...
- +

2 მარტი. 2022. 16:30

 

 

ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ინგა ჩახვაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ეს ბიჭი ჩემი მეგობარი გელა კეტაშვილია - ფეხბურთში ჩვენი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი. აფხაზეთის ომის დროს, როცა იარაღი გვიჭირდა, გამოიტანა თავისი ოლიმპიური ოქროს მედალი და აფხაზეთის ფონდს შეწირა ისევე, როგორც მედეა ჯაფარიძემ თავისი რგოლის ბეჭედი, ისევე, როგორც უბრალო ადამიანებმა უკანასკნელი ძვირფასი ნივთი, რაც გაჭირვებას გადაურჩა. ჩვენ ვიცოდით ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთად დგომა, ერთად ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს ჩვენი გმირები, სახელიანები და სახელოვნები. რა ვიცი, შეგახსენეთ მაინც, სხვების გმირობის ქებასთან ერთად საკუთარიც რომ გვახსოვდეს, ადამიანებო“, - წერს ინგა ჩახვაშვილი.

 

 

big_banner
არქივი