logo_geo
ქეთა თოფურია: აგრესია არასოდეს არავისთვის არის მშველელი
- +

16 მარტი. 2022. 23:13

 

 

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია „ტელეგრამ“ არხზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ იღებენ ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს.

 

ეს ქეთა თოფურიას პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც რუსეთში მოღვაწე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უკრაინისადმი მხარდაჭერა და ღია სოლიდარობა არ გამოუხატავთ, უკმაყოფილებისა და პროტესტის ძლიერი ტალღა გაჩნდა.

 

„რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან ითხოვს, ისე ფიქრობდნენ, როგორც თავად.

 

და თუ ეს ასე არ არის, მაშინვე აგრესია ჩნდება. მეტიც, იგივე ხალხი, ვინც განსხვავებულ აზრს აკრიტიკებს, სიტყვის თავისუფლების მომხრეა. ეს საკმაოდ უცნაურია.

 

მე თქვენ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არასოდეს არავისთვის არის მშველელი“, - აცხადებს მომღერალი.

 

 

big_banner
არქივი