logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: გადავიკითხოთ „ბუმბერაზი კლასიკოსები“!!!
- +

22 მარტი. 2022. 15:32

 

 

For.ge-ს მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გადავიკითხოთ „ბუმბერაზი კლასიკოსები“!!!

მ. სააკაშვილი:

„მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს ასრულებდა. როდესაც მას შეფასებებში დავეთანხმე, ჩვენ შორის დიალოგი დათბა. დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას უფრო ღრმად ხედავს, ვიდრე მისი გარემოცვა და მე დავუჯერე მას. მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი – მას პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა, მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა. ამიტომ დღეს რუსეთში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქვეყნებში! პუტინი უფრო პრაგმატულია, აზროვნების სტილით უფრო თანამედროვე, ვიდრე ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი. მას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა – აირჩიეთ რუსეთი ან დასავლეთი – საერთოდ არ შეიძლება“.

პ.ს. თარიღს არ ვაწერ. რად უნდათ თარიღი ისეთ კლასიკოსებს, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით ტურაშვილი და პაულო კოელიო?!“ - წერს გიორგი იაკობაშვილი.

 

 

big_banner
არქივი