logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ნაცსექტანტებო, უკრაინა თქვენი სამშობლო არ არის, „კარმილიცაა“ და ეს ძალიან კარგად იციან უკრაინელებმა!
- +

29 მარტი. 2022. 13:08

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გაიგეთ:

ორი სამშობლო არ არსებობს!

ისევე, როგორც არ არსებობს ორი დედა!

 

როდესაც ქალს რძე არ აქვს და ჩვილს სხვა აწოვებს, იმას დედას არ ეძახიან, „კარმილიცაა“!

 

ასევე, - როცა ქალი თავის ჩვილთან ერთად სხვა ჩვილს აწოვებს, ის მეორე ჩვილი პირველის ძმა არ არის, ძუძუმტეა, ანუ ერთი ძუძუთი გაზრდილები არიან!

 

ჰოდა, ნაცსექტანტებო, უკრაინა თქვენი სამშობლო არ არის, „კარმილიცაა“ და ეს ძალიან კარგად იციან უკრაინელებმა!

 

ასე რომ, თავის სამშობლოს არავინ დაგითმობთ და ძალიანაც ნუ იწელებით!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი