logo_geo
ნატალი პორტმანმა ინსტაგრამზე საზოგადოებას უკრაინელების დამხარებისკენ მოუწოდა
- +

29 მარტი. 2022. 22:39

 

 

მსახიობმა ნატალი პორტმანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოუწოდა ფინანსური მხარდაჭერა ჰუმანიტარული ფონდებისთვის, რომლებიც ეხმარებიან როგორც უკრაინელ ლტოლვილებს, ასევე თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს. მან დაპოსტა ცნობილი ამერიკელი მხატვრის მონა შეფერ ედვარდსის ილუსტრაცია, რომლის ნამუშევრებიც The Rolling Stones-მა და Newsweek-მა გამოსცეს.

 

 

„ჩემი გული უკრაინელ ხალხთან და მათთანაა, ვინც ლტოლვილებზე ზრუნავს და მათ ეხმარება. ქვემოთ ჩამოვთვლია რამდენიმე რესურსი, თუ შეგიძლიათ შეუერთდეთ, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. @wckitchen მუშაობს უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და უნგრეთში - აწვდის ახალ საკვებს ლტოლვილებს, ისევე როგორც კიევში თავშესაფრებში მყოფებს. (wck.org) #ChefsForUkraine @careorg ქალებსა და ოჯახებს სთავაზობს ჰიგიენის კომპლექტებს, საფენებს, საძილე ტომრებს, საკვებს, წყალს და ფსიქოსოციალურ დახმარებას. (www.care.org) @sunflowerofpeace აწვდის პარამედიკოსებს და ექიმებს მოწინავე პოზიციებზე პირველადი დახმარების ზურგჩანთებს, მედიკამენტებს და სამედიცინო ინსტრუმენტებს (www.sunflowerofpeace.com) @rescueorg უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარებას და სამედიცინო დახმარებას პოლონეთში მიგრანტებისთვის. (rescue.org) @monashaferedwards“, - დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.

 

 

big_banner
არქივი