logo_geo
შალვა პაპუაშვილი: შოკირებული ვარ საშინელი მხეცობით ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში
- +

3 აპრილი. 2022. 21:20

 

 

შალვა პაპუაშვილი ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„შოკირებული ვარ საშინელი მხეცობით ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენდა სასტიკი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში, 1990-იან წლების დასაწყისში და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერს პაპუაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი