logo_geo
კახა კალაძე უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას
- +

4 აპრილი. 2022. 20:36

 

 

თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

 

„დღეს გავრცელებული აშკარა სიცრუე, რომ თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში კონტრაბანდის არხების ჩამოყალიბებაზე საქართველოს გავლით, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას. მათ, ვინც ამის უკან დგას, ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ ცუდი განზრახვები აქვთ!“ - დაწერა კახა კალაძემ Twitter-ზე.

 

 

big_banner
არქივი