logo_geo
საშა გველესიანი: ძალად უბედური ხალხი ვართ ჩვენ...
- +

7 აპრილი. 2022. 10:38

 

 

პოეტი საშა გველესიანი სოციალურ სელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რა ძნელია, შენს სამშობლოში, გიყვარდეს ის, რაც მართლა მოსაწონი და საყვარელია, რადგან რომ გიყვარდეს, უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა ისწავლო, რომ ისწავლო, უნდა გადაშალო ეს გასაცოდავებული მოდგმა წიგნებისა და იკითხო. იკითხო იმიტომ, რომ წიგნი, შენს სამშობლოში შენს სამშობლოზე, იმან დაწერა, ვისაც უყვარდა და რომ დაეწერა, მანაც წიგნი წაიკითხა, უფრო ადრე დაწერილი  იმათგან, ვისაც უფრო ადრე უყვარდა ეს სამშობლო. ძნელია, არა?!

ჰოდა, რადგანაც ძნელია და უვიცობას კი არავინ გიშლის, მეტიც, სიყვარულისთვის შეიძლება მოგკლან კიდეც, სჯობს ბნელი იყო და ყველაფერი გძულდეს, ოღონდ, სიყვარულის სახელით და თავიც აღარ გტკივა?!

 

ძალად უბედური ხალხი ვართ ჩვენ...“ - წერს საშა გველესიანი.

 

 

big_banner
არქივი