logo_geo
კახა კალაძე: 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი
- +

9 აპრილი. 2022. 00:56

 

 

“9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი,” - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი - ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი.

 

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერის განცხადებაში.

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

 

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი