logo_geo
თამთა ბაშალეიშვილი: მათი ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება 9 აპრილის გმირების ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია
- +

11 აპრილი. 2022. 14:04

 

 

9 აპრილს დაღუპული 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის და, თამთა ბაშალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რუსეთთან ომი ჩემთვის უკრაინით არ დაწყებულა. ეს ომი ჩემი ოჯახისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო. გამარჯვებისა და ერთობის სიმბოლოების მიუხედავად, ეს დღე ჩემთვის პირადი ტრაგედიის დღეა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი პატივისცემისა და მათი ოჯახებისადმი თანაგრძნობის მიუხედავად, მათი ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება 9 აპრილის გმირების ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია. თუ ავტორებს სხვა განზრახვა ჰქონდათ, არ მესმის, რა დააშავეს გიორგი ანწუხელიძემ, ჟიული შარტავამ, მამია ალასანიამ, გურამ გაბისკირიამ, შინდისის ბიჭებმა და სხვა ათასობით ქართველმა, ვინც რუსეთთან ომს შეეწირა?! 9 აპრილის დღისა და სხვა ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის მოპარვა უზნეობა და ჩვეულებრივი მაროდიორობაა!“ - წერს თამთა ბაშალეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი