logo_geo
შალვა ბაბუნაშვილი: იცოდით ამ სამი, მსოფლიო დონის გმირის შესახებ რამე?
- +

16 მაისი. 2022. 12:50

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი შალვა ბაბუნაშვილი ჩერნობილის უცნობი გრმირების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„იცოდით ამ სამი, მსოფლიო დონის გმირის შესახებ რამე?

 

წესით, ევროპის ნახევარ ქვეყნებში უნდა იდგეს მათი გმირობის ამსახველი ბარელიეფები, სკოლებში ისწავლებოდეს მათი გმირობა და ყველა რელიგიურ კონფესიებში წმინდანებად იყვნენ შერაცხილები!

 

ეს სამი გმირი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირდაპირ უთხრეს, თუ როგორი ტანჯვით სიკვდილი ელოდებოდათ, მაინც გმირულად შევიდნენ ჩერნობილის ატომურ სადგურზე 1986 წლის 1 მაისს  და დაცალეს წყლით სავსე აუზები, რითიც გადაარჩინეს ასობით მილიონობით ადამიანი ტანჯვით სიკვდილს რადიაციისგან!

 

ეს რომ არა, კიდევ რამდენიმე ასეული წელი მთლიანად უკრაინა, მთლიანად ბელარუსი, ლიტვა, ლატვია გამოუსადეგარი იქნებოდა საცხოვრებლად, ხოლო ევროპის ქვეყნების ნახევარი 5 წლის მანძილზე ონკოლოგიური დაავადებებით ამოიხოცებოდა!

 

ასეა ყოველთვის, ნამდვილი გმირები არაცნობადი სახეებია და მათზე არ იღებენ ფილმებს, არ წერენ ლექსებს!!!“ - წერს შალვა ბაბუნაშვილი.

 

 

big_banner
არქივი