logo_geo
დავით მხატვრიშვილი: სოფის ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, დაგვეხმარა და მისი დამსახურებით, ჩვენ ბედნიერები ვართ
- +

16 მაისი. 2022. 16:18

 

 

დავით მხატვრიშვილი მისი შვილის გადარჩენაში დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილს სოციალური ქსელით მადლობას უხდის.

 

„ეს ადამიანი ჩუმად აკეთებს ძალიან ბევრ სიკეთეს და გვაბედნიერებს და ამით თვითონაც ბედნიერია!!! დღევანდელი გადაცემიდან გამომდინარე ვწერ ამას, ღმერთი ზემოდან იყურება, ყველას თავისი მოეთხოვება, თქვე არამზადებო!!! პირადად ჩვენ თავზე ვილაპარაკებ. რაც სოფის ამბავი გაიგო, გულთან ახლოს მიიტანა და ბოლომდე დაგვეხმარა და დღეს მისი დიდი დამსახურებით ჩვენ ბედნიერები ვართ!!! ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და დაეხმარა და ისინი თვითონ დაწერენ ამის შესახებ! ზუსტად აი, ასეთი უნდა იყოს პირველი ლედი და არა ისეთი, ყველას დასანახად ვითომ სიკეთის მატარებელნი!!! გვიყვარხართ და თქვენს გვერდით ვართ, ქალბატონო ნუნუკა!!!

 

P.S. აქვე დავამატებ პირადად ბატონ ირაკლს და ასევე მის დაიკოს უმაგრეს ადამიანს თეა ღარიბაშვილს, ანალოგიურად, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვთ გაკეთებული! მადლობას გიხდით ყველას სახელით! გვიყვარხართ და გვეამაყებით!!!“ - წერს დავით მხატვრიშვილი.

 

 

big_banner
არქივი