logo_geo
გიორგი გოგოლაშვილი: მადლობა ვუთხრათ ქალბატონ შუქიას იმ ღვაწლისათვის, რაც მან დედაენისათვის გასწია!..
- +

29 მაისი. 2022. 14:46

 

 

ენათმეცნიერ შუქია აფრიდონიძის გარდაცვალების შესახებ პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ქალბატონი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა!..

 

ანტონ კათალიკოსმა თქვა: „არარაჲ მოყვარება სიბრძნისა იქმნების თჳნიერ მართლუბნობისა და წესიერწერისა“... ასეა და, დღეს  ქართულ ენაში საუბარი „მართლუბნობასა და წესიერწერაზე“ არ მოხერხდება შუქია აფრიდონიძის გახსენების გარეშე. მეტიც, როცა რაიმე ნორმატული ხასიათის საკითხს ვამუშავებთ, შუქია არის ჩვენთვის შინაგანი ოპონენტი... და თუ ნაშრომი სერიოზულ ხასიათს მიიღებს, ეს ამ „ოპონენტის“ დამსახურებაცაა!... და ეს „ოპონირება“ კვლავაც გაგრძელდება: „რას იტყოდა ქ-ნი შუქია ამ საკითხთან დაკავშირებით“...

 

მადლობა ვუთხრათ  ქალბატონ შუქიას იმ ღვაწლისათვის, რაც მან დედაენისათვის გასწია!..

 

ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული!..“ - წერს გიორგი გოგოლაშვილი.

 

 

big_banner
არქივი