logo_geo
პრემიერი: მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენის გადმოცემას მივიჩნევ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულების აღიარებად იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება
- +

31 მაისი. 2022. 21:59

 

ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა. ამ ორდენის მონიჭება, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

მთავრობის მეთაური გამოხატავს დიდ მადლიერებას იერუსალიმის პატრიარქ, მისი უნეტარესობა თეოფილოს III-ისადმი ამ ძალზე იშვიათი ჯილდოსთვის.

 

„მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება და რომელმაც ჩვენი ხვალინდელი დღეც უნდა განსაზღვროს”, - აღნიშნავს პრემიერი.

 

იერუსალიმის პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

 

 

 

big_banner
არქივი