logo_geo
დავით ჩიხელიძე: მინიმუმ არასერიოზულია, იყო ევროპის სახალხო პარტია და ნაციონალური მოძრაობის „ხელის ბიჭის“ ფუნქციას ასრულებდე
- +

1 ივნისი. 2022. 14:15

 

 

„გუშინ ევროპის სახალხო პარტიამ ისტორიაში ერთ ერთი სამარცხვინო ყრილობა გამართა, პარტია შორეულ 1976 წელს დაარსდა, საწყის ეტაპზე მათი ღირებულებები დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპს ემყარებოდა, გუშინ კი სრულიად განსხვავებული პარტია ვიხილეთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, რომელიც დაშორებულია საკუთარ საწყისებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

 

 დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტია ნაციონალური მოძრაობის „ხელის ბიჭის“ ფუნქციას ასრულებს.

 

„ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ სიცრუით გაჯერებული განცხადება გაავრცელა, სწორედ აქ გამოჩნდა მათი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, მინიმუმ არასერიოზულია, იყო ევროპის სახალხო პარტია და ნაციონალური მოძრაობის "ხელის ბიჭის" ფუნქციას ასრულებდე. დღის ბოლოს ყრილობა გაიმართა, ყრილობაზე პატიმარ სააკაშვილის წერილი წაიკითხეს, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული.

 

ევროპის სახალხო პარტიასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს, ერთი წამით დავივიწყოთ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს? გადაწყვეტილებას სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სასამართლო გაოგნებულია იმჟამინდელი მაღალჩინოსნების და პრეზიდენტის ქმედებით, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა გამოძიება სუბიექტურად წარმართულიყო, ნუთუ სტრასბურგის სასამართლო ტყუის? სტრასბურგის სასამართლო ქართული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ადასტურებთ! თქვენ კი შავზე თეთრის მტკიცებას აგრძელებთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

big_banner
არქივი