logo_geo
ლაშა გეგეჭკორი: ყვირილი და გინება გვაკლია ნაცბოზებისგან?!
- +

8 ივნისი. 2022. 18:56

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

2009 წლის 6 მაისს, გაჩეჩილაძის აქცია პოლიციის სამმართველოსთან ბევრს გახსოვთ.

ამ აქციაზე ირაკლი ხომასურიძეს პოლიციამ პნევმატური ტყვია ესროლა და თვალი დაკარგა.

დღეს, ხომასურიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ს/ს კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით).

 

სამნიძე და ბერძენიშვილის ინციდენტზეა საუბარი, რუსთაველზე რომ მოხდა. როგორც ცნობილია, ხომასურიძე და კიდევ ერთი პირი ამ ორ დიდ „პოლიტიკურ მოღვაწეს” დაედევნა ყვირილით, რომ ისინი რუსთაველზე თავისუფლად ვერ გაივლიდნენ.

 

იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც ეს ორი „დაზარალებული” აცხადებს? დაიდოს „სამხარაულის ბიუროს” ექსპერტიზის დასკვნა ფიზიკური დაზიანების შესახებ!

 

ესაა, ჰო, მურუსიძის კლანის სასამართლო...

 

დასკვნა დაიდოს-მეთქი!

 

ყვირილი და გინება გვაკლია ნაცბოზებისგან?!

 

რომელი დაიჭირეთ???

 

ყოჩაღ“, - წერს სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი.

 

 

big_banner
არქივი