logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ნაცები არასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მიშა სასჯელს მოიხდის ბოლომდე, ომი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ცხოვრება გაგრძელდება და ქვეყანა ევროპისკენ წავა სწრაფი სვლით
- +

9 ივნისი. 2022. 12:23

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ამასწინათ, ერთმა ჩემმა ძველმა, კოლეგამ, მეგობარმა დამირეკა და შემომჩივლა, ძალიან ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად და იქნებ კარგი ფსიქოლოგი მირჩიო, სანამ ბაწარში გავუყარე თავიო... შემეცოდა, დავამშვიდე, ლამის ორი საათი ვესაუბრე, პოზიტიური თემებით დავხუნძლე, ძველი კარგი ამბებიც გავიხსენეთ და ბოლოს ვუთხარი, ჩამოვუთვალე გვარები, ამ 5 ფსიქოლოგიდან, შენ უნდა აირჩიო ვისთან ივლი და ორი კვირის შემდეგ დამირეკე, უკეთესობას რომ იგრძნობთქო...

 

ახლახანს, მესაუბრა ეს ადამიანი და ვერ ვიცანი, ისეთი სითბოთი და სიხარულით იყო აღვსილი, ბევრად უკეთ ვარ, ძილიც გამომიკეთდა და ის ძველი შიშები და პრობლემები, უცებ სადღაც, თითქოს აორთქლდაო... გამიხარდა და ასეთი რა მეთოდია, რამაც ასეთი სწრაფი შედეგი გამოიწვიათქო.... რადა, ფსიქოლოგის, პირველი და ერთ-ერთი შეკითხვა იყო, ხშირად რომელ არხს უყურებო, მეც ვუპასუხე ტვ პირველს ვუყურებ განუწყვეტლივთქო, ხოდა, თუ გინდა მორჩე, პირველი რაც უნდა გააკეთო, გამორთე ტელევიზორი, იარე სუფთა ჰაერზე, თუკი ჩართავ ტელევიზორს, პოზიტიურ და გასართობ არხებს უყურე, ტვ პირველს არ გაეკაროო. მეც დავუჯერე,  მოვსინჯე და ჰოი საოცრება, 17 დღეა, ტვ პირველისთვის არ მიყურებია და კიც ვარ კარგადო... ხოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნამდვილად, საზიზღარი და უნამუსო არხია, ყველაფერს უარყოფითს და ისეთ ინფორმაციებს რომ მოისმენ ხოლმე, სიცოცხლის გაგრძელება რომ არ მოგინდებაო, მითხრა ამ ადამიანმა...დიახ, ვეთანხმები, უმსგავსო და ყველაფრის მკადრებელი ტელევიზიაა, ტენდენციური და სიბინძურის ნიაღვარი რომ მოდის, ყველა დღე მდინარესავით... ურალოდ, მართლა სირცხვილია, ამ ტელევიზიის საქმიანობა.

 

...და მთავარი, ახლა რატომ მოვყევი ეს ამბავი. ვხედავ ახლა აქ, სოცსივრცეში იგივეს, ზუსტად იგივე ვარიანტს, ჩემთვის დასაფასებელი ადამიანები, ამ ტვ პირველის, სიბინძურესა და ჭუჭყში, თავფეხიანად როგორ ბანაობენ და ლამის არის, სიძულვილის მაშხალები გვესროლონ ქუჩაში, სრულიად უდანაშაულო ხალხს... ვინმემ მაინც უთხარით, ჩემზე ახლობლებმა და ოჯახის წევრმა, ამ ნაგავში რატომ ბანაობენ და საერთოდ, სანამ გაგიფრენიათ და ხალხს ქუჩაში ქვებით გამოეკიდებით, მანამდე შეეშვით, ამ დამპალი, თახსირი ტელევიზიის ყურებას, სადაც ყოველგვარ სიბინძურესა და სიცრუეს ავრცელებენ, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანობა, უცხო ხილია, სადაც კრიმინალ და მკვლელ ადამიანს მიჰყავს პარადი, ასეთი ტვ-ს გავრცელებულ ინფორმაციებს, როგორ უნდა დაეყრდნოთ, ან ჯანმრთელობა და ფსიქიკა როგორ უნდა მოიწამლოთ?... განა მარტო თქვენ იწამლებით, ჩვენც გვწამლავთ, ხომ ვხედავთ ყველა... ხოდა, შეეშვით ამ სიბინძურეს, დატკბით ცხოვრებით, მიეფერეთ შვილებს, ქმრებს, შეყვარებულებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და არ მოგიწევთ ფსიქოლოგებთან სიარული, იმიტომ რომ თავი ბაწარში არ გაუყაროთ...არადა, რა საკითხზეც თქვენ ღელავთ ქალებო, მე გეტყვით, რაც მოხდება: ნაცები არასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მიშა სასჯელს მოიხდის ბოლომდე, ომი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ცხოვრება გაგრძელდება და ქვეყანა ევროპისკენ წავა სწრაფი სვლით  და მალე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც გავხდებით...ტყუილად იხეთქავთ გულს ნაცების გაპრავებით, ქვეყანა განვითარდება,  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდი, იქნება საუკეთესო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... როგორც ვიზალიბერალიზაცია მოვიპოვეთ მისი პრემიერობის დროს, ასევე გავხდებით, ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და შემდეგ ევროკავშირის წევრი! მესმის, არ გინდათ ამის აღიარება, მაგრამ მოგიწევთ, აღიაროთ!“ -  წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

big_banner
არქივი