logo_geo
მერაბ ხაჩიძე: ჯობია, ქვეყნის მტერი აქაურ პარლამენტში გადათვალოთ, თორემ თუ ამხელა ევროპაში ჩვიდმეტ ჩრიტინა პროვოკატორზე მეტი მტერი არ გვყავს, ავშენებულვართ!
- +

10 ივნისი. 2022. 14:28

 

 

ებიჯო, ტუფლებიდან რო ხტებით, მაგ ჩვიდმეტი ტვინამოყირავებული ევროპარლამენტარის განცხადების გამო, ხუთასიდან - ჩვიდმეტი უფრო მეტია, თუ ასორმოცდაათიდან - ასორმოცი?

 

ჯობია, ქვეყნის მტერი აქაურ პარლამენტში გადათვალოთ, თორემ თუ ამხელა ევროპაში ჩვიდმეტ ჩრიტინა პროვოკატორზე მეტი მტერი არ გვყავს, ავშენებულვართ!

 

კაი, ხო, ვიხუმრე!

 

ისე, თუ სიმართლე სერიოზულად აინტერესებს ვინმეს, ვიტყვი: - როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება (მაინც მგონია, რომ შედეგი საჩვენო იქნება), საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმე სულ სხვაგან წყდება და ვინც უნდა გადაწყვიტოს, იმას სულ კიდია, ჩვიდმეტი ევროპელის განცხადებაც, ჩამშვები, თუ ქვეშაფსია ქართველი პარლამენტარებიც, მიშა-ნიკას დიაგნოზიც და ისიც, რას პრუტუნობენ ორღობეში ტასიკო და მარგალიტა!

 

 

big_banner
არქივი