logo_geo
დიტო სამხარაძე: სექსუალური ძალადობა ციხეებში ევრო სტანდარტია?
- +

10 ივნისი. 2022. 17:12

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 „ანუ რა გამოდის?

 

ქართული ოცნების ხელისუფლებას კასტილებიანი კაცი რომ დაექირავებინა, რომელიც მაგიდაზე მისკოჩილ ნაცს გააუპატიურებდა, ზოგი ევროპარლამენტარი ამ საქციელს დასავლეთისკენ მიმავალ გზად ჩაგვითვლიდა?

 

ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებას, მათ დაშანტაჟებას, ბოკერიასმაგვარი ОДР-ის მასმედიის საკონტროლოდ დანიშვნას, ტელევიზიების დარბევა/დახურვას, კუბილიუსისნაირები მედია პლურალიზმად და ევროპულ ღირებულებების დაცვად ჩაგვითვლიდნენ?

 

სექსუალური ძალადობა ციხეებში ევრო სტანდარტია?

 

უდანაშაულო ახალგაზრდების ლიკვიდაცია ქუჩაში, დემონსტრაციული მკვლელობები, ევროპული სამართალია?

 

ასეა მართლა?  რა ვიცი, სააკაშვილი და მისი ძუკნა პროკურორი, ამ ყველაფერს, ყოველდღე აკეთებდნენ, საკუთარი ხალხის წინაშე! და რა გამოდის? საქართველოს მოქალაქეების ტერორია ევროპული გზა? თუ დორბლიანი უფრო მეტია მათთვის, ვიდრე საქართველო და ქართველები?“ - წერს დიტო სამხარაძე.

 

 

big_banner
არქივი